სტუდენტთა საყურადღებოდ,
დღეს განხორციელდა სასტიპენდიო კომისიის სხდომა, რომლის დროსაც მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა. დოკუმენტაციის განხილვის პროცესში, საჭირო გახდა დამატებითი ინფორმაციის მიღება სტუდენტთაგან.
წარმოდგენილი განცხადებების სიმრავლის გათვალისწინებით, საჭიროა კომისიის სხდომის დამატებით ჩატარება.
შესაბამისად სტიპენდიანტთა სავარაუდო სია ცნობილი გახდება 23 ივნისს დღის პირველ ნახევარში.
ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
გისურვებთ წარმატებას!